ჯარიმების კასკადი საქალაქო სასამართლოში - რეჟიმი მომიტინგეებს წინააღმდეგ სპეცრაზმელების გამოკითხვას აანონსებს

12.02.25 20:57
ჯარიმების კასკადი საქალაქო სასამართლოში - რეჟიმი მომიტინგეებს წინააღმდეგ სპეცრაზმელების გამოკითხვას აანონსებს

 რეჟიმი მომიტინგეებს წინააღმდეგ სპეცრაზმელების გამოკითხვას აანონსებს. 25 წლის ანრი კვარაცხელიას საქმეზე, რომლის მეუღლეს სტრესის გამო ორსულობა შეუწყდა, პროკურატურა სპეცრაზმელების დაბარებას გეგმავს.

დღეს საქალაქო სასამართლო ჯარიმების კასკადად იყო გადაქცეული - 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა მოსამართლემ ლექსენს და გიგი უგულავას.

პარალელურად, გაიმართა კამერების დაზიანებაზე დაკავებული, არჩილ მუსელიანცის პროცესი, რომელმაც მოსამარათლეს უთხარა, რომ სისტემას არ ენდობა, საქმე შეუკერეს, ამიტომ სამოქალაქო აქტივისტი გამოძიებასთან თანამშრომლობას პროტესტის ნიშნად არ აპირებს.

დღევანდელი სასამართლო პროცესები, დეტალურად ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.