"აქციებზე დგომის გამო იუსტიციიდან გამიშვეს" - საჯარო მოხელეები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვდებიან

12.02.25 20:49
"აქციებზე დგომის გამო იუსტიციიდან გამიშვეს" - საჯარო მოხელეები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვდებიან

 

 

ამ წუთებში, სამსახურებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან - ისინი ამბობენ, რომ რეჟიმმა მათ აქციაზე დგომა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ აპატია. 

ვიღებდი მონაწილეობას აქციებშიც, პეტიციასაც მოვაწერე ხელი და დეკემბრის ბოლოს 31 დეკემბერს გამათავისუფლეს სამსახურიდან. რამდენიმე წელი ვიყავი ამ სისტემაში, ამ ბატონის მოსვლით დაიწყო ის ნაკადი, რომ იუსტიცია ერთ-ერთი პირველი სამინისტროა, რომელსაც ძალიან ბევრი გათავისუფლებული თანამშრომელი ჰყავს", - ამბობს საჯარო მოხელე.

ცნობისთვის, მიუნხენში გამგზავრებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენციას საჯარო მოხელეებთან მართავს.