ღიად გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი აქტიურობის გამო პარლამენტის კვლევითი ცენტრი უქმდება - მარიამ ჩაჩუა

12.02.25 20:53
ღიად გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი აქტიურობის გამო პარლამენტის კვლევითი ცენტრი უქმდება - მარიამ ჩაჩუა

საჯარო მოხელეები ივანიშვილის რეჟიმს რეპრესიების განხორციელებაში ადანაშაულებენ - პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე მოქალაქეები ამბობენ, რომ სამსახურებიდან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისუფლებენ.

ერთ-ერთი ასეთია პარლამენტის კვლევით ცენტრში დასაქმებული ახალგაზრდა ქალი, მარიამ ჩაჩუა, რომელიც "პირველებთან" აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება საპოლიციო ძალების სისასტიკის შესახებ პეტიციაზე მათი ხელმოწერის გამო მიიღო. 

მე გახლავართ პარლამენტის კვლევით ცენტრში დასაქმებული და ჩვენს შემთხვევაში ძალიან ღიად გამოგვიცხადეს, რომ კონკრეტულად იმ ხუთი ადამიანის გამო, რომელმაც პეტიციას მოვაწერეთ ხელი, ეს ცენტრი უქმდება. პირადად გამოგვიცხადეს საერთო შეკრებაზე. ეს მოხდა ჩვენი, ხუთი ადამიანის აქტიურობის გამო", - ამბობს საჯარო მოხელე. 

ცნობისთვის, მიუნხენში გამგზავრებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენციას საჯარო მოხელეებთან მართავს.