რამდენ აბონენტს აღუდგა გაზმომარაგება - "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

12.02.25 20:58
რამდენ აბონენტს აღუდგა გაზმომარაგება - "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

"თბილისი ენერჯი" საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

TVPIRVELI.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს. 

ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380 , საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა.

სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება. 

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც. ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ." - წერია განცხადებაში.