"საქართველო გაიღვიძე" - დაბლოკილი იუბილარის მარში თბილისში და მსოფლიო ბანის განსხვავებული დაბადების დღე
"საქართველო გაიღვიძე" - ამ ლოზუნგით მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მეგობრებთან ერთად ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე 70 წლის იუბილეს მარშით აღნიშნავს. მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ბურჭულაძის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გამოვიდეს და დააფიქსიროს მისი პოზიცია, "საქართველოს დღეს ყველა ჩვენგანის გვერდით დგომა სჭირდება".
თუ დავიმსახურე ასეთი სითბო, რაც არის ჩემს გარშემო დიდი მადლობა, თუ ვერ დავიმსახურებ ვეცდები, რომ დავიმსახურო ის სიყვარული, რასაც ვუყურებ დიდი მადლობა ყველას ასეთი გვერდში დგომისთვის, ასეთი მოლოცვისთვის. ჩვენი დღევანდელი ლოზუნგი იქნება "გაიღვიძე საქართველო". საქართველომ უნდა გაიღვიძოს, ჩვენ ველოდებით, საქართველოს დღეს ყველა ჩვენგანის გვერდით დგომა სჭირდება. ყოველ საღამოს ჩვენ, რომ ვიკრიბებით რუსთველზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გული გვიძგერს საქართველოსთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბელეზე ოპერის თეატრის კარი დაუხურეს. მსოფლიო ბანი, ვისთვისაც მსოფლიოს ყველა ცნობილი სცენაა ღიაა, თბილისში დარბაზი არ დაუთმეს.