"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - თბილისში მსვლელობა იმართება

12.02.25 21:13
"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - თბილისში მსვლელობა იმართება

პირველ არხთან შეკრებილები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ - ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საეთერო დროის დათმობასა და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას ითხოვენ, საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტი გაშალეს პროტესტის რეჟიმში გადასულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე დასასანქცირებელთა სიაში სწორედ უწყვეტი პროტესტის გამო მოხვდნენ. 

ეს არის იმის მტკიცებულება, რომ უწყვეტ, თანმიმდევრულ პროტესტს აქვს შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში რომ შეგვეწყვიტა პროტესტი საზმაუსთან, თინათინ ბერძენიშვილს და ვასილ მაღლაფერიძეს დასასანქცირებულთა სიაში ვერ ვიხილავდით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანმიმდევრულობა გაგრძელდეს. კიდევ უფრო მეტი შედეგი გვექნება ჩვენ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები