"საქართველო გაიღვიძე" - ფილარმონიიდან მარში დაიძრა
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ - მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მეგობრებთან ერთად 70 წლის იუბილეს მარშით აღნიშნავს. მოქალაქეები პარლამენტთან მისვლამდე საპროტესტო მსვლელობით ოპერისა და ბალეტის თეატრსაც გაივლიან.
მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ პაატა ბურჭულაძისთვის ოპერის კარის დახურვა საწყენი იყო, თუმცა მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანი არა წითელი ხალიჩა და ბროლის თაღები, არამედ ხალხია.
სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან მეწყინა. მაგრამ არაფერს არ ნიშნავს შენობა, წითელი ხალიჩა, ბროლის თაღები და საღამოს კაბები. მთავარი არის ხალხი. ჩვენ დღეს გვყავს მაყურებელი", - ამბობს თეო ჯორბენაძე.
პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბელეზე ოპერის თეატრის კარი დაუხურეს. მსოფლიო ბანი, ვისთვისაც მსოფლიოს ყველა ცნობილი სცენაა ღიაა, თბილისში დარბაზი არ დაუთმეს.