"რაც არ უნდა გააკეთოს ე.წ. მთავრობამ, მაინც დავამარცხებთ" - ოთარ ზურაბიშვილი

12.02.25 21:58
"რაც არ უნდა გააკეთოს ე.წ. მთავრობამ, მაინც დავამარცხებთ" - ოთარ ზურაბიშვილი

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ მსვლელობას შეუერთდა.

ოთარ ზურაბიშვილის თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს ე.წ. ხელისუფლებამ, მოქალაქეები მათ აუცილებლად დაამარცხებენ.

აუცილებელი არის. ეს არ ეხება მარტო კულტურის სფეროს, ეს ეხება ყველა სფეროს და მოქალაქეებს და მათ შორის კულტურის სფეროს. ყველა მცდელობა გაკეთებული არის ე.წ. მთავრობის მიერ და რაც არ უნდა გააკეთონ, მაინც დავამარცხებთ ყველანაირად ", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

"საქართველო გაიღვიძე" - ამ ლოზუნგით  პაატა ბურჭულაძე მეგობრებთან ერთად ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე 70 წლის იუბილეს მარშით აღნიშნავს. მსოფლიო ბანი, ვისთვისაც მსოფლიოს ყველა ცნობილი სცენაა ღიაა, თბილისში დარბაზი არ დაუთმეს.