ქადაგიძე: "ოცნება" ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისკენ მიაქანებს - ერთადერთი გამოსავალი არჩევნები და რეჟიმის ჩამოშლაა

12.02.25 22:44
ქადაგიძე: "ოცნება" ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისკენ მიაქანებს - ერთადერთი გამოსავალი არჩევნები და რეჟიმის ჩამოშლაა

"ბიზნესმენებს, რომლებიც რეჟიმის საყრდენები არიან, უნდა ესმოდეთ, რომ სანქცირებული მმართველი ელიტა ეკონომიკური კრიზისის გარანტია" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისივე შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისკენ მიაქანებს, თუმცა ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად ხელახალი არჩევნების დანიშვნა და "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულებაა. 

ყველას უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით იმ ბიზნესმენებს, ვინც რეჟიმის დასაყრდენს წარმოადგენს, რომ სანქცირებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, სანქცირებული გარემოცვა და ე.წ. მმართველი ელიტა არის უპირობოდ ეკონომიკური კრიზისის გარანტი და რეცეპტი. ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე. პირველ კრიზისს ჩვენ უკვე ვხედავთ ტურიზმში, სამშენებლო ინდუსტრიაში. გაყიდვები არის მთლიანად შეჩერებული. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მიაქანებს ამ ქვეყანას სრული კოლაფსისკენ. ერთადერთი გზა, რომ ეს ქვეყანა ვიხსნათ ეკონომიკური კოლაფსისგან, არის არჩევნები და რეჟიმის ჩამოშლა", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

მსგავსი სიახლეები