პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მარშმა ოპერასთან გადაინაცვლა - მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

12.02.25 22:27
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მარშმა ოპერასთან გადაინაცვლა  - მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

 

 

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მსვლელობით ოპერისა და ბალეტის თეატრთან გადაინაცვლეს - პაატა ბურჭულაძე მეგობრებთან ერთად 70 წლის იუბილეს მარშით აღნიშნავს. 

მსოფლიო ბანი სიტყვით გამოვიდა და ადგილზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. მოქალაქეებმა ადგილზე საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

არ ვიცი როგორ მოგმართოთ. ეს წარმოუდგენელი ემოციაა, რაც ჩემში ხდება. მე ლაპარაკიც მიჭირს. ერთი რამის თქმა შემიძლია, როდესაც ადამიანს უბედურება დაემართება, ის ეძახის თავის მეგობრებს და რამდენი მეგობარიც მოვა, იმდენჯერ გაიყოფა მისი უბედურება. მისთვის უფრო ადვილია ამ უბედურების გადატანა. მაგრამ, როდესაც ადამიანი ბედნიერია და მასთან მეგობრები მოვლენ, რამდენი მეგობარიც მოვა, იმდენჯერ მრავლდება მისი ბედნიერება. ესე ვარ დღეს მე გამრავლებული, დიდი მადლობა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბელეზე ოპერის თეატრის კარი დაუხურეს. მსოფლიო ბანი, ვისთვისაც მსოფლიოს ყველა ცნობილი სცენაა ღიაა, თბილისში დარბაზი არ დაუთმეს