"ოცნების" წარმომადგენლებს ჩემოდნების ჩალაგება მალე მოუწევთ - აფხაზავა
ლადო აფხაზავა მოქალაქეებს, რომლებმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ პედაგოგისთვის დაკისრებული ჯარიმის ფული შეაგროვეს, მადლობას უხდის და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ასეთი ერთსულოვნება ბევრი რამის მანიშნებელია".
მისივე ცნობით, მის ანგარიშზე, ჯამურად, 61 ათასი ჩარიცვხა განხორციელდა, საიდანაც 5 800 მასწავლებელია.
ეს მოხდა წინა დღეს, როდესაც ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ვუთხარი, რომ თუ დამიჭირეს, რა თქმა უნდა, დამიჭერენ და მეტი არაფერი, მაგრამ თუ ჯარიმა დამიწერეს მე კოლეგებს მოვთხოვდი 1,5 ლარს, ამის მეტს ვერა, იმიტომ რომ ხელფასი უკვე კარგა ხანია აღებულია და მეტი არავის არ ექნება-თქო. მეთქი, 1,5 ლარი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. და ამ თანხით ადვილად დავითვლიდი, თუ რამდენი პედაგოგო ჩამირიცხავდა ფულს. დღეს დილით ავდექი და მინდა გითხრათ, ძალიან რთული იყო დილის 6 საათზე, როდესაც შევედი ჩემს ელექტრონული საფულე ვნახე და აღმოვაჩინე, რომ 5 800ლარ ნახევარი იყო ჩარიცხული. მთლიანი რომ დავითვალეთ, 61 000 ჩარიცხვაა განხორციელებული ჩემს ელფოსტაზე.
უცნობი ადამიანები, გულშემატკივრები, ემიგრანტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთ-ერთა მასწავლებელმა ჩემმა თანამშრომელმა, მასწავლებლების ჯგუფში ჩაწერა, რომ მასწავლებლები, ვინც ფულს ჩარიცხავთ, ლარნახევრის მეტი არ იყოსო და ასეთი, რამ მოხდა ყველა მასწავლებელი, რომელიც რიცხავდა ლარ ნახევარს, შემდეგ იგივე სახელი მეორდება, მაგრამ უკვე სხვა თანხას რიცხავდნენ. ასეთი ერთსულოვნება, ასეთი მხარდაჭერა არ ვიცი. ძალიან გახარებული ვარ და ბევრი რამის მანიშნებელია ეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოუწევთ ჩემოდნები ჩალაგება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს", - ამბობს ლადო აფხაზავა.
ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ მომღერალი ნინო ქათამაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და 5 პირი სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.
9 ადამიანის წინააღმდეგ საქმის წარმოება 26 იანვარს, მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. ხალხი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ჩატოვებას აპროტესტებდა. 26 იანვრის აქცია შინაგანს საქმეთა სამინისტროს 6 თებერვალს გაახსენდა და 9 პირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.