მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

13.02.25 10:28
მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია.

ადვოკატების განცხადებითვე გაირკვა, რომ სადავოა ოქმიც, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ბათუმში დააკავეს.

ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა ის გარემოება, რომელიც მიიჩნეოდა საფრთხედ არის გაბათილებული. გასაჩივრებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება, გასაჩივრებულია ასევე ის ოქმი, რომლითაც საწყის ეტაპზე მოხდა მზიას ადმინისტრაციული წესით დაკავება. ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მას ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქრონიკული დაავადებები დაკავებამდეც ჰქონდა, დაკავების მერე ცხადია ეს ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვალა და ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საფრთხეები და რისკები, რომელიც იყო 14 იანვრისთვის სასამართლოს მსჯელობით და შეფასებით დღეის მდგომარეობით არის ამოწურული და აღარ არსებობს. შესაბამისად, არსებობს ყველა სამართლებრივი წინაპირობა ამ შუამდგომლობის წარდგენისა და რიგითი პასუხის მიღების", - ამბობს ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი. 

ადვოკატების განცხადებიდან გაირკვა, რომ საქმეში ირაკლი დგებუაძის სასარგებლოდ ოთხმა პოლიციელის იდენტური ჩვენება დევს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სილის გაწვნის გამო მათმა უფროსმა ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე ეუქრება რეჟიმი დაპატიმრებულ ჟურნალისტს მრავალწლიანი პატიმრობით. 

გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.