ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში - სანქციების დიდ სიას სტრასბურგში კენჭს დღეს უყრიან
ოლიგარქის რეჟიმი ახალი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში - სტრასბურგში რამდენიმე საათში უყრიან კენჭს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას. კენჭისყრა ევროპარლამენტში თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება.
ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი. კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.
დღეს "ქართული ოცნებისთვის" მძიმე დღეა - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას შესაძლოა, დამაჩქარებლის ეფექტი ჰქონდეს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოქმედებაზე ინდივიდუალურად გადავიდნენ. ეს საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე მწვავე დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია "ოცნების" რეჟიმის არაღიარება, რასაც მოწმობს შავ სიაში ეგრედწოდებული თანამდებობების ნაცვლად - პირების მხოლოდ სახელებით და გვარებით მოხსენიება.
მექანიზმი არსებობს, რომელსაც 27- ვე ქვეყნის კონსენსუსი არ სჭირდება, ანუ ვიზა სანქციები კონკრეტული ქვეყნის და საქართველოში დასახელებული პირების მიმართ. ფინანსური სანქციები, რომელსაც კონკრეტულმა ქვეყანამ შეიძლება თავისუფლად იყოს გადაწყვეტილების მიმღები და არ იყოს საჭირო მთელი ევროკავშირი ამისთვის და არცა რის საჭირო მთელი ევროკავშირი ამისთვის", - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც სტრასბურგში იმყოფება.