რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ივანიშვილის კარის ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის სიაში მოხვდნენ?

13.02.25 11:22
რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ივანიშვილის კარის ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის სიაში მოხვდნენ?

რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ივანიშვილის კარის ბიზნესმენებს, რომლების ევროპარლამენტის რეზოლუციის სიაში მოხვდნენ? - გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ დასასანქცირებელ სიაში რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მათთან უკვე არავინ არ დაიჭერს საქმეს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საფრთხე ემუქრება იმ კონტრაქტებსაც, რაც აღნიშნულ ბიზნესმენებს ამ ეტაპზე გააჩნიათ.

საერთაშორისო საფინანსო სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ უკვე ეს ინფორმაცია და დოკუმენტში სახელებისა და გვარების გაჩენა უკვე მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებისთვის ეს ნიშნავს სანქციებს, იმიტომ რომ დასასანქცირებელ სიაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მათთან არავინ არ დაიჭერს საქმეს. მათ არ შეეძლებათ მოიზიდონ ფინანსური რესურსი. რა კონტრაქტებიც გააჩნიათ ის კონტრაქტებიც საფრთხის ქვეშ არის. ივანიშვილი და მისი რეჟიმი აგრძელებს უტიფრად იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყავს ეკონომიკურ უფსკრულისკენ", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ოლიგარქის რეჟიმი ახალი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში - სტრასბურგში რამდენიმე საათში უყრიან კენჭს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას. კენჭისყრა ევროპარლამენტში თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება.

ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი.  კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე -  ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.

დღეს "ქართული ოცნებისთვის"  მძიმე დღეა - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას შესაძლოა, დამაჩქარებლის ეფექტი ჰქონდეს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოქმედებაზე ინდივიდუალურად გადავიდნენ. ეს საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე მწვავე დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია "ოცნების" რეჟიმის არაღიარება, რასაც მოწმობს შავ სიაში ეგრედწოდებული თანამდებობების ნაცვლად - პირების მხოლოდ სახელებით და გვარებით მოხსენიება.