"ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ" - მუხთარლი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

13.02.25 11:54
"ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ" - მუხთარლი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისისან 2017 წელს გაიტაცეს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

"ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ" - წერს ჟურნალისტი სოციალრ ქსლეში.

მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, "ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ", - წერს  აფგანმუხთარლი

მზია ამაღლობელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

აფგან მუხთარლი თავიდანვე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობდა. 

ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა. ჟურნალისტს 2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 

ქართულ მხარეს ჟურნალისტის გატაცების საქმეზე გამოიება არ დაუსრულებია.