სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ პროფესორი და განათლების დოქტორი 5 000 ლარით დააჯარიმა
სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ზაქარია ქიტიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
განათლების დოქტორს 21 იანვრის საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
ზაქარია ქიტიაშვილი მოსამართლეს დღეს უხსნიდა, რომ მას კანონი არ დაურღვევიაა და სამართალდამცველების ყველა მოთხოვნას პირნათლად ემორჩილებოდა.
მე ნამდვილად ვარ გზის სავალ ნაწილზე, ამის მტკიცებულება თვითონვე მოვიტანე შსს-ზე უკეთესი. ჩემთვის ათვლის წერტილი არის ის, რომ ხალხის რაოდენობას ვერ ვითვლი, ხშირად დავდივარ აქციაზე და ველოდები ხოლმე პოლიციელებს, რომლებიც სულ გვეუბნებიან, რომ ჯერ არ ხართ საკმარისი. ვერ იტყვიან, რომ მე ამ გაფრთიხლებას როდესმე არ დავეთანხმე. როცა უკვე თვლიან რომ ბევრნი ვართ, თვითონ კეტავენ გზას, ტრიალდებიან და მიდიან. ჩემი მთავარი ლაკმუსის ქაღალდი არის პოლიციელის ქცევის ცვლილება, რის გარეშეც მე გზა არასდროს გადამიკეტავს", - განაცხადა ქიტიაშვილმა პროცესზე.