მზადება 15 თებერვლის აქციისთვის - "ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებთ გამოვიდნენ და დააფიქსირონ თავისი პოზიცია"
მზადება 15 თებერვლის აქციისთვის - ამ თემაზე საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი საგანგებო განცხადება გააკეთა.
აქციის ორგანიზატორები საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციას.
როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი ვუერთდებით 15 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას. არა დიქტატურას ჩვენს მსვლელობას ვიწყებთ 18;0 საათობით მთავრობის ადმინისტრაცია, რადგან მთავრობის ადმინისტრაციას რის, ის უწყება, რომელიც ჩვენს ქვენაზე ახორციელებს კონტროლს და პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომელიც უკვე შეუქცევადი ხასიათის არის და ის მოიცავს რეპრესიებს. რეპრესიები აღარ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებზეც. ეს ყველაფერი უკვე საჯარო სამსახურსაც შეეხო. საჯარო სამსახურის არასრულფასოვან მუშაობს მოჰყვება მსხვერპლი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზამირ კვეკვესკირს, რომელიც თავშესაფართ ითხოვდა და ამის გამო მოუწია სიცოცხლის უკიდურესი ფორმებით დასრულება. ამასთანვე 16 წლის მოზარდის ტრაგიკული ამბავი, რომელიც რიყის პარკში მოხდა. სამწუხროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვები ტრაგიკულად იღუპებიან. ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ თანამდებობის პირებიდან მკვლელობას, ეს უკვე აღარ არის დაშინება ეს არის უკვე მიზანმიმართული მკვლელობა, რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველა იმ პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო, პარლამენტის კვლევითი ცენტრი და გაუქმდება ის ინსტიტუტები, რომელიც ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებას უწყობს ხელს. სისტემაში არის სერიოზული კრიზისი, ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებთ გამოვიდნენ და დააფიქსირონ თავისი პოზიცია", - განაცხადეს ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს 18:00 საათზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე "სამოქალაქო საზოგადოების" ფონდის ოფისში დამკვირვებლების ბრიფინგი გაიმართა.