მოვიდა დრო, პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და სხვისი გმირობის ხარჯზე აღარ ვცხოვრობდეთ - ქათამაძე
საქართელო ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება - 15 თებერვალს, საღამოს ექვს საათზე, მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
თბილისის გარდა, საპროტესტი აქცია იქნება ქვეყნის დიდ ქალაქებშიც.
5 თებერვალს ქუჩაში იქნება ყველა პროფესიის ადამიანი და რეჟიმს კიდევ ერთხელ დაანახებს რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. აქციაზე იქნება ნინო ქათამაძეც.
მოვიდა დრო, პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და სხვისი გმირობის ხარჯზე აღარ ვცხოვრობდეთ - ამბობს მომღერალი.
ამ აქციაზე ბევრნი კი არ უნდა ვიყოთ, ყველა უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მოვიდა დრო რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და სხვისი გმირობის ხარჯზე აღარ ვცხოვრობდეთ. იმიტომ, რომ ჩვენი ვალია, ჩვენი ცხოვრება განვაგოთ ჩვენვე. ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად დავინახოთ იმ ადამიანების ბრძოლა, რომლებიც დღეს ჩვენი მომავლისთვის ციხეში არიან", - აცხადებს "პირველებთან" ნინო ქათამაძე.
15 თებერვალს 18:00 საათზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მომიტინგების მოთოვნა უცვლელია - პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.