"არა უსამართლობას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - უზენაეს სასამართლოსთან პროტესტია
"თავისუფლების მოედნის" ინიციატივით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება - ადგილზე ის მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებსაც სურთ, დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის რეჟიმს მართლმსაჯულების სისტემა მიტაცებული აქვს.
"არა უსამართლობას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები გაშალეს პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა, რომლებიც სასამართლოს მოუწოდებენ, უკანონო დავალებების შესრულებისგან თავი შეიკავონ.
ამ პატარა პლაკატზე წერია მნიშვნელოვანი გამოთქმა, რომელიც ქართულად ნიშნავს, რომ სამართლიანობა არის სახელმწიფოთა საფუძველი. სახელმწიფო, რომელსაც საფუძვლად არ უდევს სამართლიანობა, ვერ არის მყარი, მშვიდობიანი, სტაბილური. სასამართლო ხელისუფლება თავის საქმეს არ აკეთებს, არ იცავს ადამიანების უფლებებს. სასამართლო ხელისუფლებას დღეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ჩვენ დღეს აქ ამის გასაპროტესტებლად მოვედით", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.