პროტესტის 78-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

13.02.25 21:51
პროტესტის 78-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის 78-ე დღე - სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - ახალი არჩევნების დანიშვნა  პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დღევანდელ აქციას მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილები.