როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 თებერვალს

14.02.25 10:21
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 თებერვალს

14 თებერვალს საქართველოში ნალექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმა იქნება, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -3, +2°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდები. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -5, 0°.   

თბილისში მცირე ნალექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურა +8°იქნება.