პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო

14.02.25 10:38
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან. 

მიუნხენში ჩატარდება შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.