ტერორი გრძელდება - გახარიას გუნდის მხარდამჭერები "შერატონთან" გამართული აქციის გამო პოლიციაში დაიბარეს

სახაზინო ტერორი მოქალაქეების წინააღმდეგ - ოლიგარქის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო ევროპული მომავლის მცველებს ჯარიმას ჯარიმაზე უგზავნიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციაში დაიბარეს გიორგი გახარიას მხარდამჭერები. მათაც, სავარაუდოდ, ბათუმში, სასტუმრო შერატონთან გამართული საპროტესტო აქციის გამო დააჯარიმებენ.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა თავდამსხმელების ვინაობა რეჟიმს ჯერ ისევ არ დაუდგენია. ამის მიუხედავად, სისტემამ ახლა იმ ახალგაზრდების სამართლებრივი დევნა დაიწყო, ვინც რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმრო "შერატონთან" იდგა და უსამართლობას აპროტესტებდა.
მომივიდა უწყება სამარალდარღვევასთან დაკავშირებით და მიბარებენ მუნიციპალურ ინსპექციაში 19-ში სტენსილის გაკეთების თაობაზე. სტენსილი გავაკეთე ნამდვილად, უბრალოდ, უწყებაში, ადგილი, სადაც გავაკეთე, იყო შეცდომით მითითებული, შეცდომით იყო ასევე ჩაწერილი თარიღი მთელი 10 დღის აცდენით. ერთადერთ, რაც უწყებაში სწორად ეწერა, ეს იყო „შერატონის“ მისამართი და ალბათ იპოვეს სადღაც და სწორად მიუთითეს. „შერატონი“ ამ პერიოდში გადაიქცა სისტემის თანამონაწილედ და ასე ცდილობენ, ებრძოლონ აქტივისტებს, რომლებმაც აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გავაკეთეთ წარწერები „შერატონთან“ და მივუთითეთ იქ მაცხოვრებელ სტუმრებს, რომ არ არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეიძლება, ადამიანებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და არანაირი რეაგირება არ მოხდეს სამართალდამცავების და სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ, - ამბობს აქციის მონაწილე.
გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა პირდაპირ ამბობს, რომ სასტუმრო "შერატონი" დანაშაულის თანამონაწილეა და პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.
ახალ ფაზაშია გადასული სასტუმრო „შერატონი“, როდესაც ის უკვე მისი განცხადების საფუძველზე სამართალდამცავი უწყებებიდან მუნიციპალური სამსახურებით დევნიან სამოქალაქო აქტივისტებს, ჩვენი პარტიის წევრებს თუ მხარდამჭერებს, რომლებმაც სასტუმრო „შერატონთან“ რამდენიმე აქცია გამართეს და სახოგადოებას ამცნეს, რომ სასტუმრო „შერატონი“ არის ამ დანაშაულში თანამონაწილე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება, მათ შორის, სასტუმრო „შერატონსაც“ სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს იმაზე, რაც გააკეთა, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
პოლიციის თანამშრომლები სახლებში აკითხავენ პოლიტიკოსებს და ჯარიმის ქვითრებს აძლევენ. ყველას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. დააჯარიმეს მსოფლიო ბანი, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს. დააჯარიმეს ის ადამიანებიც, ვინც პაატა ბურჭულაძის იუბილეს ქუჩაში აღნიშნავდნენ.