საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი HASKAL-ი დააკავეს.
უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.