სისხლიანი ანგარიშსწორება კასპში - 37 წლის კაცმა, სავარაუდოდ, საკუთარი ბებია მოკლა
სისხლიანი ანგარიშსწორება კასპში - 37 წლის კაცი საკუთარი ბებიის მკვლელობაშია მხილებული. სასტიკი დანაშაული კასპში, სოფელ სასირეთში მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ასაკოვან ქალს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა.
კაცი, რომელსაც ბებიის მკვლელობას ედავებიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. პოლიციამ ხელბორკილები მას საკუთარ სახლში დაადო.
მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, 37 წლის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. არ იცოდნენ არც იმის შესახებ, რომ სახლში შვილიშვილთან ერთად ბებიაც ცხოვრობდა.
ავადმყოფი პიროვნება იყო, მაგის გარეთ ყოფნა არ შეიძლებოდა, - ამბობს ადგიობრივი.
გამოიძახებდა ხოლმე ხან სასწრაფოს, ხან სახანძროებს, „აი, იქ, ვიღაცასთან ხანძარია“, მოდიოდნენ და ასე ატყუებდა ხალხს. მეტი არაფერი ვიცი, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
37 წლის კაცს ახლა სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა დანაშაულში მხილებული შერაცხადი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ კაცი შეურაცხადი იყო, მას არა პენიტენციურ, არამედ იძულებით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ.