დავითულიანი, ოდიშარია, ხუნდაძე, ხალვაში - ვინ მოხვდა "ბერლინალეზე" კინოცენტრის 11-წევრიან დელეგაციაში

14.02.25 13:18
დავითულიანი, ოდიშარია, ხუნდაძე, ხალვაში - ვინ მოხვდა "ბერლინალეზე" კინოცენტრის 11-წევრიან დელეგაციაში

"პუბლიკას" ინფორმაციით, ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.

კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით იქნება „იმედის“ ყოფილი წამყვანი და 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 115-ე ნომერი, გურამ ნიკოლაშვილი; ასევე – რუსული კანონის მხარდამჭერი, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბექა დავითულიანი.

  • კინოცენტრს მეორე წელია დირექტორი არ ჰყავს და მის მოვალეობას კობა ხუბუნაიას შემდეგ, ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი ასრულებს.

დელეგაციის წევრი სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი და კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია არის. ამასთან, გასული წლის მსგავსად, სიაშია რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე და ხათუნა ხუნდაძეც მოხვდნენ. 

დელეგაციის სიაში შემდეგი პირები მოხვდნენ: 

  • ბექა დავითულიანი – კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კულტურის მინისტრის მოადგილე
  • ბაჩო ოდიშარია – კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • გურამ ნიკოლაშვილი – რეჟისორი
  • მამუკა ბლიაძე – ფინანსისტი
  • ხათუნა ხუნდაძე – სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
  • გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი
  • ლიკა ჯალაღონია – კინოექსპორტის სპეციალისტი
  • ლაშა ხალვაში – პროდიუსერი
  • გიგა ჯანყარაშვილი – ფილმ წარმოების სპეციალისტი
  • ლევან დვალი – ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ დირექტორი
  • თინათინ ყაჯრიშვილი – რეჟისორი