თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზი" გაჩერებულია - სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზის" გაჩერებასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, "საბურთალოს ხაზი" მგზავრებს დროებით ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ემსახურება.
ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის". - წერია განცხადებაში.