კასპში 37 წლის კაცმა საკუთარი ბებია, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა - რა ვერსიებზე საუბრობენ ადგილობრივები
სოფელ სასირეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 37 წლის კაცმა ბებია ნაჯახით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება უძრავი ქონების გამო არსებობდა. 37 წლის მამაკაცს ბებიის კუთვნილი სახლის გადაფორმება სურდა, უარის მიღების შემდეგ კი შური ამ ფორმით იძია.
მეზობელი ქალისთვის უთქვამს, რომ ხომ არ მომიწერ ხელსო, რომ რაჭაში რომ სახლია, ჩემიაო, დასამტკიცებლად მინდაო. ამას უთქვამს, მე რავიცი, გაქვს სახლშიო? უფრო ის სახლი იყო საქმე. როგორც ამბობენ, ნაჯახით მოკლაო და რომ მოკლაო, მერე დაურეკავს ბათუმში ვიღაც ამხანაგისთვის და უთქვამს, რომ მოვკალიო იმას დაურეკავს კასპში პოლიციისთვის და მაშნვე მოსულან და რომ შესულან, უნახიათ ნახევრად შიშველი, მკვდარი ქალი იატაკზე გდებულა, - ამბობს ადგილობრივი.
"პირველები" იმ მეზობელსაც ესაუბრა, რომელთანაც მკვლელობის შემდეგ 37 წლის კაცი მივიდა.
გუშინ დამირეკა, რომ წამიყვანე დუშეთში, გასვენებაში მივდივარო. მე ვუთხარი, ცვლიდან ახლა მოვედი, უძლო ვარ და არ მცალია შენთვის-მეთქი და წავიდა. მერე ამ დილით, 9 ის ნახევარი იყო, რომ მოვიდა. დამიძახა, ტელეფონის დატენვა მინდაო და გამოვვარდი, „წადი, ამ დილა ადრიანად საიდან მოხვედი-მეთქი“ და გავვარდა და წავიდა. „არ მომიკვლია, არ მომიკვლიაო!“, - გავიგე. რაჭაში ცხოვრობდა ეგ ქალი. მე ვტაქსაობ ხოლმე და წამიყვანია რაჭაში, მაგ ქალთან მიმიყვანია. ვიცი, რომ ბებო იყოო, - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ მ37 წლის გიორგი მამულაშვილმა სოფელ სასირეთში, სავარაუდოდ, საკუთარი ბებია მოკლა. გიორგი მამულაშვილი ახლა უკვე დაკავებულია. ის ბრალის წარდგენასს ელოდება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.