ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

14.02.25 16:05
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ გზაზე, ლიპყინულის გამო დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.