ნიკა კვარაცხელის მკვლელობა არის დაუსჯელობის, გარყვნილების, საქართველოს ჭაობად ქცევის შედეგი - მიხეილ სააკაშვილი

16.09.21 14:16
ნიკა კვარაცხელის მკვლელობა არის  დაუსჯელობის, გარყვნილების, საქართველოს ჭაობად ქცევის შედეგი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში მოკლეს თავისი თაობის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა - საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ თბილისის ცენტრში 18 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ მკვლელობით დაკარგა მომავლის შანსი.

დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა - ნიკა კვარაცხელია, მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის.
ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი, რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში. დაუსჯელობის, გარყვნილობის, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების - საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს!
ეს უნდა დასრულდეს! 
ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის! - აღნიშნავს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა კვარაცხელიას გუშინ რამდენიმე პირი დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღით მისი მიმართულებით 9 გასროლა მოახდინა, მათ შორის, ორი გულ-მკერდის არეში. 18 წლის ახალგაზრდას კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.