ვის უპასუხისმგებლობას ესმხვერპლა ბათუმში ორი მცირეწლოვანი - რას ამბობენ ადგილობრივები
ტრაგედია ბათუმში - ადგილობრივები მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო და ღობე იქ მხოლოდ იმ დროს, 2 დღით დაამონტაჟეს, როცა ადგილზე პრემიერი იყო ჩასული.
რომ მოვიდა პრემიერი, ღობე იყო. მეორე დღეს რომ წავიდა, მოხსნეს და წაიღეს, - ამბობს მოქალაქე.
უსაფრთხოება არ არის დაცული, არც არასდროს ყოფილა დაცული. უსაფრთხოება რომ დაეცვათ მთავრობას, არ მოხდებოდა ასეთი რაღაც, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ჭები, არხები, ისედაც როცა იტბორებოდა ეს ტერიტორია, საშინელი დასანახი იყო, აქ გამოვლა ძნელია დიდი ადამიანის. ყველა სამსახური, მთავრობის ყველა წევრი აგებს ამაზე პასუხს. უბედურება მოხდა და იმედია, ახლა მაინც გამოფხიზლდებიან, - ამბობს ბათუმში მცხოვრები მოქალაქე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ "ოცნება" საკუთარი უპასუხისმგბელო ქმედებებით ადამიანების სიცოცხლეს სწირავს.
არც ამათი აშენებული გვინდა და არც არაფერი! ვინმე თუ ხართ ხელმძღვანელი აქ, მოაშორეთ ეს ტრაქტორები აქედან! წადით და მიხედეთ თქვენ იმ „ლამაზ ოცნებას“ და იოცნებეთ! ეს ოცნება არ არის, ჯართს რომ ეძებს და ბავშვი კვდება!, - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი მოქალაქე იხსენებს, რომ სასწრაფოს 4 ჯდე დაუკავშირდა, თუმცა ექიმების ბრიგადა იქ დროულად არ მივიდა.
ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ ბავშვს. ბავშვმა სული რომ დალია, პოლიციამ მაშინ აიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა. სასწრაფოს 4-ჯერ მე დავურეკე, არცერთხელ არ მოვიდა. მე რომ ვყვიროიდ, პოლიცია გამომეკიდა, - ამბობს ადგილობრივი.
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.