ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას არალეგიტიმური პრემიერი "უბედურ შემთხვევას" უწოდებს

16.02.25 11:29
ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას არალეგიტიმური პრემიერი "უბედურ შემთხვევას" უწოდებს

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას არალეგიტიმური პრემიერი "უბედურ შემთხვევას" უწოდებს. ირაკლი კობახიძე დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ მცირეწლოვნები სწორედ "უბედური შემთხვევის" მსხვერპლები გახდნენ.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის, - აღნიშნავს პრემიერი.

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი  სწორედ თხრილში იპოვეს.