საქართველოში EU-ს წარმომადგენლობა ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში EU-ს წარმომადგენლობა ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას, - წერია გავრცელებულ წერილში.
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.
ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მთავრობას აკისრებს.