დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი! - აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

16.02.25 17:37
დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი! - აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე მოქალაქეები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. დემონსტრანტების თქმით,  ქვეყანაში ბავშვები ჩინოვნიკების გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო იღუპებიან, რადგან ადგილი, სადაც ორი მცირეწლოვანი თხრილში დაირხჩო, სახელმწიფო საკუთრებაა. 

ამასთან, აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ 4 და 7 წლის ბავშვებს დრეს საქართველოში ეკონომიკური გაჭირვების გამო ჯართის შეგროვება არ უნდა უწევდეთ. 

რატომ ეკონომიკის სამინისტრო? იმიტომ, რომ გუშინ მომხდარმა ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენ საქართველოში, როგორი მძიმეა და როგორი მინიმუმის მინიმუმ ზღვარზეა. როგორც მეზობლებმა თქვეს გუშინ, ბავშვები ჯართს აგროვებდნენ. 4 და 7 წლის ბავშვებს დღეს საქართველოში ჯართის შეგროვება არ უნდა უწევდეთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დღეს და რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, დასრულდეს სასწრაფოდ ყველაფერი, - ამბობს აქციის მონაწილე.  

მსახიობი სანდრო კაკულია ამბობს, რომ ხელისუფლებას არაფერზე პასუხისმგბელობის აღება არ უნდა და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს.  

ძალიან მიჭირს ლამაზად ვთქვა სატელევიზიო ფორმატი რასაც ითვალისწინებს, მაგ პრინციპით რომ ვილაპარაკო. მე დავირალე იმით, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები იხოცებიან და არასდროს ხელისუფლება არ არის ამაზე პასუხისმგებელი. კერძო სექტორი, გამნათებელი, მუშა, რაღაც კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო, ვირაც სულ სხვაა დამნაშავე. 12 წელია ხელისუფლება არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. მეორე ვარიანტია, რომ გვაჩვევენ იმას, რომ მსხვერპლები თვითონ არიან, - ამბობს მსახიობი სანდრო კაკულია.  

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს  4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი  სწორედ თხრილში იპოვეს.   

ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მტავრობას აკისრებს.