მოსამართლე ლელა მარიდაშვილი "ოცნების" ყურმოჭრილი მონაა - საბა სხვიტარიძის დედა

16.02.25 17:26
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი "ოცნების" ყურმოჭრილი მონაა - საბა სხვიტარიძის დედა

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა "შაბათის ეთერის" ხმაურიან რეპორტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ მოსამართლე ლელა მარიდაშვილი, რომელმაც ასევე მისი შვილი გაასამართლა, პოსტზე კონკრეტული დავალებების შესასრულებლად დანიშნეს. 

ელენე ახობაძე დარწმუნებულია, რომ რეჟიმი მარიდაშვილისნაირი მოსამართლეების ხელით ახალგაზრდების გაჩუმებას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვა. 

სპეციალურად არის დანიშნული, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდობა გააჩუმოს და გამოკეტოს ოთხ კედელში. ვერ გამოკეტავს, ვერც გააჩუმებს, თავისუფლებას ამ ბავშვებს ვერავინ წაართმევს. მათ უდგანან ზურგს უკან საქართელოს 80% და მათი ძლიერი მშობლები. ვერანაირად ვერ გვაჯობებენ და მარიდაშვილს კიდევ, ისეთი მამის გაზრდილია, რაც მან პასუხები და ბედნიერად განაცხადა, რომ საცემი უნდა გაილახოსო, ეთერში, ისე თავისუფლად ამბობდა ამ სიტყვებს, რომ უკეთესი ვერ იქნებოდა ქალბატონი ლელა. ქალბატონ ლელას თავისი შვილი აგებინებს პასუხს, თან ძალიან მწარედ. ჩემს შვილს საქართველოს 80% უდგას გვერდით, ეგ განკითხვის სკამზე რომ დაჯდება, არავინ დაუდგება გვერდში და ძალიან ცოდოა.

პირადად ჩემმა შვილმა რომ უთხრა, რომ სცემეს და აწამეს მერვე და მეხუთე სართულებზე, არც ექიმი დაეხმარა, ძალიან ბედნიერად აიქნია ხელი და ბედნიერად თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავიაო. დავალება აქვს და ამ დავალებას ათიანზე უსრულებს ამათ და არის ამათი ყურმოჭრილი მონა, - ამბობს ელენე ახობაძე. 
 

"ქართული ოცნების" პარტიული სიიდან სასამართლოში - შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ მუშაობს ქალი, ვინც ხუთი თვის წინ ივანიშვილის პარტიას საგარეჯოს საკრებულოში წარმოადგენდა, დღეს კი ევროპული მომავლის მცველებს ციხეში უშვებს. ეს ის ქალია, ვინც ციხეში გაუშვა პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ სასტიკად ნაცემი და ნაწამები საბა სხვიტარიძე და გიორგი ახობაძე.

ლელა მარიდაშვილს მოსამართლეობის სულ ხუთ თვიანი სტაჟი აქვს. ის სასამართლოში 2024 წლის 1 ოქტომბერს დასაქმდა - სამ წლიანი გამოსაცდელი  ვადით.

 

მსგავსი სიახლეები