"არა სისტემას, სადაც ბავშვები შიმშილობენ!" - აქცია გორში
"არა სისტემას, სადაც ბავშვები შიმშილობენ!" - ამ სახელწოდების აქცია გორში გაიმართა. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ აქციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი.
მოქალაქეებს ადგილზე ყველა იმ ტრაგედიის ამსახველი ფოტოები მიიტანეს, რომელიც "ქართული ოცნების" მმართელობის დროს მოხდა. აქციის მოქალაქეები ამბობენ, რომ ყველა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებას რომ სწორი პოლიტიკა ჰქონოდა.
თითოეული ჩვენთაგანის შვილი არის საფრთხის ქვეშ. დღეს რომ ისინი არიან ცოცხლები, ფაქტობრივად, გაამრთლებაზეა, იმიტომ, რომ გაუმართავ სისტემაში უამრავი ნასვამი მძღოლი მოძრაობს, უამრავი ობიექტია, სადაც შეიძლება, რომ ჩვენი შვილები ჩაცვივდნენ. ნურავის ნუ გადააქვს აქცენტები მშობლებზე და ნუ გვეუბნებიან, რომ ყველგან უნდა გვაყვდნენ თვალთახედვის არეში. არ ვიცი, ადამიანები, ბათუმელებო, რანაირად არის უფრო ძვირფასი კობახიძის სიცოცხლე და არ არის ძვირფასი 5 და 7 წლის შვილების სიცოცხლე?ანუ კობახიძის უსაფრთხოებისთვის შეიძლება შემოსაზღვრულიყო ტერიტორია და ბავშვების უსაფრთხოებისთვის არა?, - ამბობს აქციის მონაწილე.
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.
ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მტავრობას აკისრებს.