ვის გულგრილობას ემსხვერპლნენ ბათუმში მცირეწლოვნები - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილე ამ დრომდე არ გამოჩენილან
ოცნების ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გაუჩინარებულია. კვირის პირველ სამუშაო დღეს არჩილ კონცელიძე სამსახურში არ გამოჩენილა. არსად ჩანს არც მისი მოადგილე ბესიკ ცეცხლაძე. არადა, სწორედ მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულება იყო, სოციალურად დაუცველების დასახლებაში სახიფათო ადგილები შეემოწმებინა.
"პირველები" მუნიციპალურ ინსპექციაში მივიდა, თუმცა იქ მედიის კითხვებს არავინ პასუხობს.
დაგპატიჟათ ვინმემ? რატომ მობრძანდით, რა გაინტერესებს?, - უთხრეს უწყებაში ჟურნალისტს.
მუნიციპალური ინსპექციის კიდევ ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა ვერ მოხდება, რადგან იქ მშენებლობა დაწყებული არ ყოფილა.
სამშენებლო მიმართულებით პასუხისმგებელ პირს ვერ გამოვკვეთავთ, იმიტომ, რომ სამშენებლო ღონისძიებები იქ არ ჩატარებულა, - ამბობს თანამშრომელი.
გუშინ გვიან ღამით "პირველებმა" აჭარის პოლიციის მთავარი სამმართელოს უფროსს გია ბესელიას ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება და დაგამოიკითხნენ თუ არა მუნიციპალური ინსპექციის უფროსი და მოადგილე.
მიმდინარეობს გამოძიება, ვერანაირ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,- უთხრა "პირველებს" ბესელიამ.
ორი არასწრულონნის სიკვდილიდან მეორე დღე დაიწყო,მ აგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რა დაადგინა, ვის უპასუხიმგებლობას და გულგრილობას შეეწირნენ სოციალურად დაუცველი ბავშვები.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.
ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მტავრობას აკისრებს.