ბაჩიაშვილის საქმე - რა დაადასტურა სასამართლოზე ლატვიელმა ბიზნესმენმა

19.02.25 11:46
ბაჩიაშვილის საქმე - რა დაადასტურა სასამართლოზე ლატვიელმა ბიზნესმენმა

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა - ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას ლატვიელი ბიზნესმენი, მარატ იჩკოვსკი აძლევს.

ბიზნესმენმა სხდომაზე დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა თანაინვესტორების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან და მზად იყო მისი პროექტის დასაფინანსებლად სესხი გამოეყო.

თუ მე პირობითად 6 მილიონ დოლარს გავცემდი სესხად, შეიძლება მომეთხოვა მაინინგის მოწყობილობა ან ბიტკოინები რასაც გამოიმუშავებდა? - თქვა ბაჩიაშვილის ბიზნესპარტნიორმა სასამართლოზე და ისიც აღნიშნა, რომ ინფორმირებული იყო იმ სესხის თაობაზე, რომლის გამოტანასაც თანაინვესტორების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელი "ქართუ ბანკიდან" აპირებდა. 

2013 წლიდან ვიცნობ გიორგი ბაჩიაშვილს. პირადად არასდროს შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მე და გიორგიმ ერთად ჩავდეთ ინვესტიციები სხვადასხვა საქმიანობაში და მას მივეცი სესხიც. 2015 წლის ზაფხულში მივეცი მას 500 ათასი დოლარი, მაინინგის აღჭურვილობის დასაქირავებლად. მასზე ეს თანხა პროცენტით გავეცი და შესაბამისად 2017 ში უკან ერთი მილიონი დოლარი დამიბრუნა. ჯამში ვიცოდი რომ 5 ან 6 მილიონი დოლარი სჭირდებოდა. მე მზად ვიყავი ეს თანხა სრულად გამეცა, თუმცა საბოლოოდ ჩემგან მხოლოდ 500 ათასი აიღო სესხად დანარჩენი თანხა ის ბანკიდან აიღო. ვფიქრობ ამის მიზეზი ის იყო რომ ბანკისგან მას უკეთესი პირობები ჰქონდა რადგან ჩემგან აღებული სესხი უფრო ძვირადღირებული იყო. თუკი მე პირობითათად 6 მილიონ დოლარს გავცემდი სესხად, უზრუნველყოფად შეიძლება მომეთხოვა მაინინგის  მოწყობილობა ან ბიტკოინები რასაც გამოიმუშავებდა? გიორგიმ მითხრა რომ სასურველი თანხის ნაწილი - სესხად გამოჰქონდა საქართველოში არსებული ბანკიდან, ამ ბანკის დასახელება  “ქართუ” მოგვიანებით პრესიდან გავიგე. როგორც ვიცი მაინინგის ბიზნესში გიორგის პარტნიორი არ ჰყავდა. მე თავად ვეწევი ამ საქმიანობას, მაგრამ წარაულში ამ მიმართულებით მე და გიორგის არ გვითანამშრომლია. კომპანია ბითვუმთან საქმიანი საქმიანობა მქონია, როგორც ვიცი “მიშენ გეითი”  იყო ამ კომპანიის მაინიმგ კონტრაქტორი. ჩემი ინფორმაციით ამ კომპანიის ერთადერთი მფლობელი გიორგი ბაჩიაშვილია და მას პარტნიორები არ ჰყავს", - განაცხადა მარატ იჩკოვსკიმ. 

გერმანული ექსპერტის დასკვნის გამოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება - ასევე უნდა დაიკითხოს გერმანელი ექსპერტიც. სწორედ ის იქნება ბოლო მოწმე და ამით აღნიშნული საქმე დასკვნით ეტაპზე გადავა. 

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.