"ახლახან დამირეკეს, გზის გადაკეტვას მედავებიან" - გიორგი გრძელიძე

19.02.25 17:17
"ახლახან დამირეკეს, გზის გადაკეტვას მედავებიან" - გიორგი გრძელიძე

მსახიობი გიორგი გრძელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობეს, რომ 13 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან. 

ცნობისთვის, გიორგი გრძელიძე ის ხელოვანია, რომელსაც პოლიციამ 15 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ჯარიმის ქვითარი მიუტანა. ანტირუსული აქციების აქტიურ მონაწილეს მაშინაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.