კრიმინალური ვენდეტა 20 წლის შემდეგ - შეკვეთილი მკვლელობა სავარაუდოდ, "კანონიერი ქურდის" აფეთქებას უკავშირდება

17.09.21 11:01
კრიმინალური ვენდეტა 20 წლის შემდეგ - შეკვეთილი მკვლელობა სავარაუდოდ, "კანონიერი ქურდის" აფეთქებას უკავშირდება

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გია კვარაცხელიას, 22 წლის შვილის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ვერ აკავებს. "ტვ პირველისთვის" კი ფიქრის გორაზე მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 22 წლის მამაკაცს ქილერი უთვალთვალებდა, მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა და გადამწყვეტ მომენტში 9 ტყვია ესროლა.

მკვლელი სახეს სამედიცინო პირბადით იფარვდა და შავ კეპს ატარებდა.

"პირველების" ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთის მიხედვით, შეკვეთილი მკვლელობა  სავარუდოდ, 20 წლის წინ, მოსკოვში "კანონიერი ქურდის" ,დავით კაკულიას, აფეთქებას უკავშირდება.

ერთ-ერთი ვერსიით, შური მოკული ნიკა კვარაცხელიას მამაზე იძიეს, რომლსაც კაკულიასთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა. 

კვარაცხელიების ახლო გარემოცვის წევრები "პირველებთან" პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბავშვობის მეგობრები, დავით კაკულია და გია კვარაცხელია, ერთმანეთს ბიზნესწილების გამო დაუპირისპირდნენ. შედგა ე.წ. ქურდული "სხადნიაკი". ამ შეკრებიდან მალევე კაკულია მოკლეს. კაკულიები მკვლელობის შემკვეთად სწორედ გია კვარაცხელიას ასახელებდნენ. 

თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილი  ნიკა კვარაცხელია  გუშინ 05:00 საათზე გარდაიცვალა. 

22 წლის ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. 

მსგავსი სიახლეები