ვის ჩააბარეს "ტვ პირველის" ოპერატორის საქმე? - მუხიანის პოლიციის განყოფილების კარი დღესაც ჩაკეტეს
ვის ჩააბარეს "ტვ პირველის" ოპერატორის საქმის გამოძიება? - მეორე დღეა ადვოკატი საქმის გამოძიებელთან გასვლას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ იძიებს, რას ედავებიან და რა მტკიცებულებები არსებობს ლაშა ჯიოშვილის წინააღმდეგ.
"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც ელბაქიძის გვირაბიდან ნიღბიანებმა გაიტაცეს, იზოლატორში რჩება. ის დღეს დილით უფლებადამცველმა მოინახულა. როგორც თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, ჯერჯერობით არავინ სცემს პასუხს კითვებზე, რას უპირებს შსს ლაშა ჯიოშვილს, რომელსაც ადმინისტრაციულდარღვევას ედავებიან და როდის გადაიყვანენ მას სასამართლოში.
ერთ დღეზე მეტია გასული და ჯერჯერობით არც მტკიცებულებები გადმოგვცემია, არც ვინმე დაგვკავშირებია, არც გამომძიებელს ჰქონია ჩვენთან კომუნიკაცია, რომ დეტალური ინფორმაცია მივიღოთ. ახლაც როდესაც ლაშასტან შევედი და შევხდი, ისიც ინფორმაციულ ვაკუუმშია. კიდევ ერთხელ დავუკავშირდი მუხიანი სამმართველოს, რომელმაც დააკავა რეალურად ოპერატორი და მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ვერ მომაწვდიან ინფორმაციას და ვერც მტკიცებულებებს. ასევე არ იციან, როდის გადაიყვანენს სასამართლოში. რეალურად, დღეს პროცესი გაიმართება თუ ხელწერილის საფუძველზე გამოუშვებენ და მოგვიანებით იქნება პროცესი, ამის შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია. სავარაუდოდ, მოვითხოვთ საქმის და პროცესისი გადადებასაც, იმიტომ, რომ გავეცნოთ, თუ რამე წარმოდგენილი იქნება. გვექნება სასაამრთლოში შუამდგომლობების, როგორც მომწეებთა ასევე მტკიცებულებების დაცვასთან დაკავშირებით", - აცხადებს ადვოკატი.
მუხიანის პოლიციის განყოფილება კი, რომლის შეფი და თანამშრომლები "ტვ პირველის" ოპერატორის გატაცებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, ისევ დუმილის რეჟიმზეა გადასული. ადგილზე მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს შენობის კარი დღესაც ჩაუკეტეს. ჟურნალისთან სასაუბროდ არ გამოვიდა საქმის გამომძებელიც.
- დადგენილია პოლიციელის გვარი, რომელმაც “ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა
- იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პოლიციელი, ვინც "ტვ პირველის" ოპერატორის გატაცებაში მონაწილეობდა
გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც ჩაუდეს.
- რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.