სანქცირებულმა მოსამართლეებმა, ზვიად ცეკვავამ და ნინო ენუქიძემ ახალგაზრდები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

20.02.25 13:39
სანქცირებულმა მოსამართლეებმა, ზვიად ცეკვავამ და ნინო ენუქიძემ ახალგაზრდები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების საქმეების განხილვა გრძელდება. 

ცოტა ხნის წინ, სანქცირებულმა მოსამართლეებმა, ზვიად ცეკვავამ და ნინო ენუქიძემ, ახალგაზრდა აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად გამოაცხადეს. გიგი რეხვიაშილი და ინა გაგოშიძე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. 

ორივე მათგან გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, თუმცა საქმეში დამადასტურებელი მტკიცებულება არ დევს.  

გიგი რეხვიაშილი ამბობს, რომ რეჟიმმა ის აქციაზე დგომის გამო დასაჯა. "ფაქტობრივად ამ ქვეყანაში კრძალავენ აზრის გამოხატვის უფლებას", - ამბობს აქტივისტი. 

"ვიცავდი უმწიკლო რეპუტაციის ადამიანს, რომელმაც სკოლა წარჩინებით დაასრულა, ასევე 100%-იანი გრანტით სწავლობს უნივერსიტეტში. სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ კვლავ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, უკვე 5-0 ია ხალხის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ადვოკატმა პროცესის შემდეგ.