რუსეთმა ქართველ მებრძოლზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა ქართველ მებრძოლზე ძებნა გამოაცხადა - ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში მებრძოლ მიხეილ გოგნაძეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ გოგნაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხანგრძივი დროის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე მიხეილ გოგნაძისთვის განაჩენის (დაუსწრებლად) გამოსატანად“, - აცხადებენ უწყებაში.