ნადიმ ხმალაძე 5 000 ლარით მეხუთედ დააჯარიმეს

20.02.25 17:13
ნადიმ ხმალაძე 5 000 ლარით მეხუთედ დააჯარიმეს

ფოსტალიონებად ქცეულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნადიმ ხმალაძეს ჯარიმის ქვითარი საცხოვრებელ სახლში უკვე მეხუთედ მიუტანეს - ნადიმ ხმალაძეს ამჯერადაც 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს და ჯამურად, 25 ათას ლარი აქვს გადასახდელი.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ფინანსური წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობს, რადგან მებრძოლის განმარტებითვე, ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინიდან საქართველოში ბრუნდებოდა, ფინანსურ სანქციას სხვადასხვა მიზეზით აკისრებდნენ. 

ფოსტალიონებად აქციეს პოლიციელები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რცხვენოდათ პოლიციელებს. გაგვიჭირდა თქვენთან მოსვლა, ვიცით ვინც ხართო. 22 წლის დიდი აქცია, რომ იყო დამიჭირეს მე მაშინ და დამაჯარიმეს. ქონების გადასახადს არასწორად იხდიო. შემდეგ დაბრუნებაზე დიდი თანხით დამაჯარიმეს. მატერორებენ. ფინანსურად უნდათ, რომ ჩამიკეტონ ჟანგბადი, სუნთქვა ამიკრძალონ, მაგრამ მე არ გავჩერდები" - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ. 

მსგავსი სიახლეები