პოლიციამ მითხრა, თუ ჩადება გვინდა, სახლიდან ამოგიღებდით ტყვია წამალსო - ლაშა ჯიოშვილის ჩვენება სასამართლოზე

20.02.25 18:02
პოლიციამ მითხრა, თუ ჩადება გვინდა, სახლიდან ამოგიღებდით ტყვია წამალსო - ლაშა ჯიოშვილის ჩვენება სასამართლოზე

პოლიციელებმა მითხრეს, თუ რამის ჩადება გვინდა, სახლიდან ამოგიღებდით ტყვია წამალსო - "ტვ პირველის" დაკავებული ოპერატორმა სასამართლოს დეტალურად უამბო გატაცების ღამის შესახებ. 

ლაშა ჯიოშვილმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს უთხრა, რომ სამართალდამცელებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამიტომაც მისთვის გაურკვეველია ის ბრალი, რომელსაც მას ედავებიან. ის ფიქრობს, რომ რეჟიმმა იმ პლაკატის გამო დასაჯა, რომლითაც 18 თებერვლის ღამეს აქციაზე იმყოფებოდა. 

ოპერატორი ამბობს, რომ გამოკითხვის დროს სამართალდამცველებს ტელევიზორში "ტვ პირველი" ჰქონდათ ჩართული და უყურებდნენ, როგორ ელსაუბრებოდა ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია მუხიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს.  ერთ-ერთმა ისიც კი უთხრა, რომ ნოდარ მელაძემ უკვე მისი დაკავების შესახებ იცოდა.  

11-ის ნახევრისთვის დავიძარი რუსთაველის გამზირიდან, მარიოტთან შემხვდა მეგობარი და წავედით მანქანისკენ, რადგან სხვა მეგობართან გვეჩქარებოდა. პლაკატი რასაც მოყვა ალიაქოთი გრაგნილის სახით მქონდა თან და მოხვეული მქონდა დროშა. რადგან ბევრი ჩაბნელებული ადგილი უნდა გამევლო, შავებში ჩაცმული ხალხიც დავინახე, გადავწყვიტე რუსთაველით გამეგრძელებინა სიარული. ერთ-ერთი ტელფონში იყურებოდა და ფოტოს მე მადარებდა. საპატრული პოლიციის ეკიპაჟიც იქვე დავინახე. როგორც კი ბილტმორს გავცდი, დამეჯახა ადამიანების ჯგუფი, ჩემი მეგობარი გაისროლეს შორს და აღმოვჩნდი წრეში.

დაკავებული ადრეც ვარ, მაგრამ ასე არ ყოფილა - მაშინაც თქვენ გამასამართლეთ და დამაჯარიმეთ. 10 წუთის განმავლობაში არც მაკავებდნენ და ვითხოვდი ჩემს სამსახურში დაერეკათ ჩემს მეგობრებს. ვინ ხართთქო ვეკითხებოდი და ერთ-ერთმა კუბოკრული ნაჭერი ჰქონდა აფარებული პირზე, ჩურჩულით პოლიციელი ვარო. ეს რომ მითხრეს  ვყვიროდი რომ ჯიბეებში არაფერი ჩაედოთ. არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. მანქანაში რომ ჩავჯექი და დავიძარით მარტო თვალები უჩანდა მაგრამ მძღოლის ამოცნობაც შემიძლია, ტელეფონზე ურეკავს ვინმე ზაზა, რომელიც დაკავების ადგილზე დარჩათ, შევედით მიწისქვეშა გადასავლელში ისევ, ჩაჯდა ვიღაც 150 კილოიანი ადამიანი, დავიძარით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და გადავიდა მალევე მანქანიდან ეს ზაზა.

ამის შემდეგ მეკითხება პოლიციელი ვინც წინ იჯდა, რა ეწერა პლაკატზე, გავუმეორე თუმცა აზრს ვერ მიხვდა, გადაულაპარაკა მეორედ ალბათ რამე ფილოსოფიური დევს ამაშიო. სანაპიროზე რომ ვიყავით ისევ დაურეკეს უნდა მოტრიალდეთო, მეორეს ურეკავდნენ არ გაჩერდეთ სანაპიროზე პირდაპირ სამსახურში წადითო. სანაპიროზე რატო მაჩერებდნენ არ ვიცი. შევიყვანოთ თუ არაო რომ მივედით ამ კითხვით გადარეკეს კიდე ვიღაცასთან და შემიყვანეს. მთელი გზის მანძილზე, არ ვიცი რა წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე ჰალკი არ ვარ, ხელით ვეჭირე ძლიერად.

გამოკითხვის დროს რამდენჯერმე მკითხეს სად ვმუშაობდი, ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული "ტვ პირველი", ნანუკა ქაჯაიას ჩართვასაც ვხედავ პოლიციელებს რომ მისდევს, ვიკა ბუკია კუპატაძეს რომ ურეკავს და ამასობაში ტელეფონზე დაურეკეს იქ მყოფებიდან ერთ-ერთს, ლაშა ჯიოშვილი მანდ არის თუ არაო და უპასუხა არაო. მალე მითხრა ერთ-ერთმა, უკვე იცის მელაძემ რომ აქ ხარ და მალე მოვლენო, თან იქ მყოფებს სწრაფად ფორმების ჩაცმა დაავალეს. 

მოსეს გადაღებული ფოტო ნახეს პარლამენტთან რომ ვიდექი ამ პლაკატით - ანუ ნანახი ჰქონდათ და ამიტომ მელოდებოდნენ. რათ გინდოდა პანიკები ჯიბეში არაფერი ჩაკიდოთო? ვუპასუხე რომ დაზღვეული არაფრისგან არ ვარ და პრევენციის გამოო. თუ ჩადება გვინდა სახლიდან ამოგიღებდით ტყვია წამალსო. სწრაფი ტემპით, არც პატაკი არც ოქმი არ იყო შევსებული და უფროსმა დაავალა დროზე შეავსეთო, რადგან ტელევიზია არ უნდა მოსულიყო. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს იზოლატორში 36 საათი იქ გავატარე, რამდენად მიმიძღვის ბრალი თქვენ გადაწყვიტეთ", - განაცხადა ჯიოშვილმა სასამართლოზე. 

დღეს ასევე გამოიკითხნენ "მოწმე პოლიციელები", რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დააკავეს ლაშა ჯიოშვილი. ერთ ერთი გლდანი-ნაძალადევის განყოფილების წარმომადგენელი გურამ ჩალაგაშვილი იყო, რომელიც სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ლ"ტვ პირველის" ოპერატორი მათ ნარ ემორჩილებოდა. 

შევაჩერეთ ორი პიროვნება რომლებიც ჩვენი აზრით მოძრაობდნენ საეჭვოდ. ჩვენი დანახვის დროს გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ვიფიქრეთ რომ რაიმე კანონ საწინააღმდეგოს ჩაიდენდნენ. გადავედით გზაზე, ვუთხარით რომ ვიყავით პოლიციელები, წარმოვადგინეთ სამსახურებრივი მოწმობა. ვთხოვეთ პირადობის მოწმობის წარდგენა. ლაშა ჯიოშვილი გახდა აგრეისული გვიძახაა მონები, მოვუწოდეთ დამშვიდებულიყო არ დაგვემორჩილა და დავაკავეთ. მეორე პიროვნება, ლაშა ჯიოშვილის თანხმლები პირი გაიქცა.

  • "ტვ პირველის" ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ლაშა ჯაოშვილი სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ.

შეგახსენებთ, რომ გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა.  არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც  ჩაუდეს.

  • რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება. 
  • ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.