თავდასხმა სალომე ზურაბიშვილზე - ვინ არის "წკრიალა", რომელიც პრეზიდენტს კვერცხები ესროლა და ემუქრებოდა

20.02.25 20:12
თავდასხმა სალომე ზურაბიშვილზე - ვინ არის "წკრიალა", რომელიც პრეზიდენტს კვერცხები ესროლა და ემუქრებოდა

იდენტიფიცირებულია თავდამსხმელთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ვინც თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლა და ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა, თავდამსხმელებს შორის ამოიცნეს გიორგი წკრილაშვილი იგივე "წკრიალა". ის "ქართული ოცნების" "ტუტუშკების" ჯგუფის სტაჟიანი წევრია.

გიორგი წკრიალაშვილს თანატოლები ოცნების "პრემიერის ხელის ბიჭად" იცნობეენ. ჩნდება ყველგან სადაც თავისუფალი მოქალაქეები პროტესტს  კობახიძის წინააღმდეგ გამოხატავენ. იდგა თსუ-ს ეზოშიც და თანატოლებს უმოწყალოდ უსწორდებოდა. ის საახალწლოდ კალაძის მიერ ორგანიზებული საშობაო სოფლის მცველადაც იყო გადაქცეული.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტზე თავდასხმიდან მე-3 დღესაც საგამოძიებო უწყებები დუმილის რეჟიმს ირჩევენ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზვანა.  გაბიტაშილის სახელზე შესული საჩივარი ვახო გომელაურის კაბინეტში დევს.

დეტალები ვრცლად იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.