ტურიზმი კოლაფსის ზღვარზე - რა შედეგი მოუტანა ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ

20.02.25 20:51
ტურიზმი კოლაფსის ზღვარზე - რა შედეგი მოუტანა ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ

ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციამ ტურიზმს საქართველოში დიდი დარტყმა მიაყენა. ზამთრის სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა, ტუროპერატორები სახლში სხედან. "ოცნების" არაევროპულმა კურსმა ქვეყანას ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დასავლური ტურისტები წაართვა და უსამსახუროდ ბევრი ადამიანი დატოვა. 

ცარიელია სამთო-სათხილამურო კურორტების დიდი ნაწილიც. მაგალითად სვანეთს ვიზიტორები თითქმის აღარ ჰყავს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გუდაურში, თუმცა მთის კურორტები, ძირითადად, რუს და აღმოსავლეთის ქვეყნების დამსვენებლებს მასპინძლობენ და არა ევროპელ ტურისტებს. 

ტურისტის დაკარგვასთან ერთად კვდება ბიზნესიც. სასტუმროებს და რესტორნებს ქვეყანაში შექმნილმა განუკითხაობამ და საპროტესტო მოვლენებმა მძიმედ დაარტყა. ახლა სფერო თავის გადარჩენის რეჟიმზე გადავიდა. 

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.