სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა "ტვ პირველის" ოპერატორი 2500 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 2500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
- "ტვ პირველის" ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ
ლაშა ჯიოშვილმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს დღეს უთხრა, რომ სამართალდამცელებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამიტომაც მისთვის გაურკვეველია ის ბრალი, რომელსაც მას ედავებიან. ის ფიქრობს, რომ რეჟიმმა იმ პლაკატის გამო დასაჯა, რომლითაც 18 თებერვლის ღამეს აქციაზე იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ლაშა ჯაოშვილი სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ.
შეგახსენებთ, რომ გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც ჩაუდეს.
- რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.