მიშა ჩარკვიანს ორ დღეში მესამედ დაურეკეს, გზის გადაკეტვის გამო, 15 000 ლარი - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟისორ მიშა ჩარკვიანი გზის გადაკეტვის გამო, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, 2 დღეში 15 ათასი ლარით დააჯარიმეს.
თავაძე ამ ქმედებას უსამართლობად და შეურაცხყოფა მიიჩნევს და ამბობს, რომ “ამ ყველაფერს იუმორით ვეღარ უყურებს“.
კონკრეტულად მიშა ჩარკვიანს ორ დღეში მესამედ დაურეკეს გზის გადაკეტვის გამო. ცხადია, არც ერთ ერთხელ არ გადაუკეტავს. 15 000 ლარი.
ამხელა უსამართლობას, ცინიზმს და შეურაცხყოფას მე იუმორით ვერ ვუყურებ.
სრული განუკითხაობაა“, -წერს თავაძე.