“მოკლედ, კიდე მომადგნენ ფოსტალიონი მილიციელები“- სოსო ბერიკაშვილი მესამედ დააჯარიმეს

20.02.25 20:53
“მოკლედ, კიდე მომადგნენ ფოსტალიონი მილიციელები“- სოსო ბერიკაშვილი მესამედ დააჯარიმეს

სოსო ბერიკაშვილი კიდევ ერთხელ დააჯარიმეს - როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უკვე მესამედ აჯარიმებენ.

ბერიკაშვილის თქმით, “ფოსტალიონი მილიციელები“ ელოდებიან სახლში როდის მივა და მაშინვე უკან მიჰყვებიან.

მიზანია დაშინება, იციან, რო ოთხი წლის ბავშვია სახლში და მაგას იყენებენ ეს ნაძირლები“, - წერს ბერიკაშვილი.

მოკლედ, კიდე მომადგნენ ფოსტალიონი მილიციელები, ელოდებიან სახლში როდის მოვალ ხოლმე და მომყვებიან, როგორც ჩანს.

ლაივში გავედი, მაგრამ ხმა თითქმის არ ისმის, ძალიან დიდი ხანია ფეისბუქ ლაივი არაფერში გამომიყენებია და არ ვიცი, რა ჭირს, შემდეგისთვის გავითვალისწინებ.

უზრდელური არაფერი უთქვამთ ფოსტალიონებს, უბრალოდ თვითონ ეს ფორმაა სისაძაგლე, მიზანია დაშინება, იციან, რო ოთხი წლის ბავშვია სახლში და მაგას იყენებენ ეს ნაძირლები. ცხადია, ვერავის დააშინებენ.

კატო ვახშმობდა თავისთვის და იკითხა, რა არის სოსო, უკვე მესამედ გაჯარიმებენო? მე ხო არ დამაჯარიმებენ, რადგან პატარა ვარო.მე ვუთხარი, სამწუხაროა, ფოსტალიონებად რო გაქციეს მეთქი ამხელა ხალხი და წავიდნენ. გაქცევაზე იყვნენ, - წერს ბერიკაშვილი.